Tag Archives: 161-ე

მე – თვითმართველი!

552926_517980418259282_142462647_n
დიდი ხანია, რაც ბლოგი დავივიწყე და არაფერი მნიშვნელოვანი პოსტი აღარ დამიწერია, თუმცა dream little dream of me-ის შემდეგ, მივხვდი, რომ წერის ხასიათზე ვიყავი და რაც პირველი თავში მომივიდა, იყო ის, რომ გამეცნო თქვენთვის ჩემი მეორე ოჯახი ანუ სსიპ ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა  თვითმართველობა.
რა არის მოსწავლეთა თვითმართველობა? რას გულისხმობს ის? როგორ ფუნქციონირებს? რას ნიშნავს იყო მოსწავლეთა თვითმართველობის წევრი? – ზუსტად ეს კითხვები მაწუხებდა მეც  როდესაც პირველად შევედი შეკრებაზე.
161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა ეს არის ერთი დიდი ოჯახი, რომლის წევრობითაც შემიძლია ასე ვიაამაყო.  ბევრს გაუჩნდება კითხვა: საერთოდ რას ნიშნავს მოსწავლეთა თვითმართველობა ან რა ვალდდებულებები თუ უფლებამოსილებები აქვს მას? ან საერთოდ რატომ არსებობ?
1463014_429700437155493_492134882_n
ეს არის სკოლის შიგნით შექმნილი მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო დამოუკიდებელი ერთეულებითა და მართვის ორგანოებით.  რომელიც იცავს მოსწავლეების უფლებებს, ასევე  გეგმავს და აწყობს დებატებს,დისკუსიებს,ტრენინგებს,ინტელექტუალურ თამაშებს და სხვა კანონიერ ღონისძიებებს.  ჩემი სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა, შემიძლია ნათელ მაგალითად მივიჩნიო, როგორც სკოლის მართვის დემოკრატიული სისტემა.
1962884_462329907225879_955427624_n
დღეს თვითმართველობას 2013 წლის სექტემრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს ეთო ბაგრატიონი, 161-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი. იმის გარდა რომ ეს გოგო მართლა უნიჭიერესი ადამიანია, იგი არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც მიყვარს მე ეს დიდი ოჯახი და რატო ვთვლი მას ჩემს მეორე სახლად.
525240_516236525100338_1211354073_n
პრეზიდენტების გახსენებისას როგორ უნდა ავუარო გვერდი სანდრო ტაბატაძეს, რომელიც 2011-2013 წლებში  ხელმძღვანელობდა მთელ თვითმართველობას  და ზუსტად, მისი ძალისხმევით არის დღეს ჩემი სკოლა დემოკრატიული მართველობის. მან შეძლო იმდენი, რასაც ვერ მოახერხებს ჩვეულებრივი ადამიანი:
სანდრო ტაბატაძემ ჩამოაყალიბა დემოკრატიული მართვის სისტემა, გააკეთა ყველაფერი იმისთვის რომ მოსწავლის უფლებები არ შელახულიყო, შეუქმნა მოსწავლეებს კანონიერი ინტერესების განხორციელების გარემო, გახდა პირველი ადამიანი რომელმაც დაამარცხა დოგმატიზმი სკოლაში, გააკეთა ყველაფერი რათა გარე კონკურსები ყოფილიყო ძალიან მაღალი დონის, გააერთიანა რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა ძალიან მაგარი საერთო მიზნებისთვის, სკოლაში თვითმართველობა არა ფორმალურად არამედ ნამდვილად მაღალ დონეზე აამუშავა – და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ უნდა ვიამაყო რომ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი, თვითმართველობის ნაწილი, როგორ არ უნდა ვიამაყო იმით რომ ვიცნობ სანდრო ტაბატაძეს ან თუნდაც ეთო ბაგრატიონს.

IMG_3940
ამ ადამიანების მეშვეობით და თვითმართველობის მეშვეობით ვისწავლე ძალიან ბევრი, გამიჩნდა მიზნები, დავიწყე ისეთი რაღაცეების კეთება რითაც ვეხმარები საზოგადოებას და თანდათანობით ავამაღლე  ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი და  ჩართულობა. პირველი ჩემი პროექტის (,,ჩემი ბედნიერი ახალი წელი“) შემდეგ, უბედნიერესი ვიყავი რადგან ვხედავდი როგორ უხაროდათ პატარა ბავშვებს ამ პროექტში მონაწილეობა.
mnhbnjm
მახსოვს გვანცა პეტრიშვილის პროექტიც ,,ჩვენნაირი ახალი წელი“ როცა გაჭირვებულ ოჯახებს დავეხმარეთ.. ძალიან ბევრი კარგი რამ დამამახსოვრა თვითმართველობამ იმ ხუთი თვის მანძილზე რაც მე ამ ოჯახის წევრი ვარ, უამრავი კარგი მოგონება, ძალიან კარგი ახალი მეგობრები და რათქმაუნდა გამაჟრჟოლებელი სანდროს წარბი. (ეს რომ არ მეხსენებინა არ შემეძლო)