ანაა….!

                                       1238386_525768777501307_1104606844_nუკვე მერამდენეჯრ ვცვლი ამ პოსტს არ ვიცი..
ალბათ, ეს გაზრდისა და ცვლილებების ბრალია
მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო.. მე ვარ ანა, ეს კი ჩემი ბლოგია..
ყველა დღიურზე რაც კი მაქ მიწერია Aneta Lumière’s Diary, ამან განაპირობა ბლოგის ქავერზე დაწერილის Aneta Lumière’s Blog
რატომ მაინც და მაინც ანეტა ლუმიერი? ან რას ნიშნავს თითონ ეს მეტსახელი?
,,ლუმიერი”კინომატოგრაფიის მამამთავარის ლუი ლუმიერის გვარია, ანეტა კი ანა-ს ფრანგული ვერსია.
ლუმიერის გვარი ზუსტად იმიტომ ავიღე, რომ ლუი ლუმიერია კინომატოგრაფიის მამამთავარი, მე  კი ვფიქრობ რომ ჩემი მომავალი პროფესია ზუსტად ეს იქნება. მინდა რომ ჩემი მთელი ცხოვრება კინოს შექმნას დავუთმო. ამ დროისთვის ვსწავლობ და გაატაცებული ვარ ფოტოგრაფიით.._ ეს რაც შეეხებოდა ჩემს ბლოგსა და  მიზნებს.

საერთოდ ვფიქრობ რომ ვარ ძალიან სულელი და ამავედროს ჭკვიანი  ბავშვი. ჩემი თავით არასდროს კმაყოფილი არ ვარ, ეს ცოტა მთრგუნავს კიდეც, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ მომავალში უკეთესად გამომივა ესა თუ ის საქმე.

1374968_527804457297739_1005973471_n

ჩემი მეგობრების ნაწილი ჩემზე ამბობს, რომ საყვარელი, უწყინარი და კეთილი გოგოა ვარ.  რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს.
სკოლაში, ნაწილ თვლის, რომ (კლასელებს არ გულისხმობ)  ჩემზე სწერვა,  მკაცრი და ,,დასტოინი” გოგო არ არსებობს. რაც მითუმეტეს არ შეესაბამება სიმართლეს.. მეორე ნაწილ კი მეგობრების აზრს ეთანხმება.
ჩემი საუკეთესო დაქალი ფიქრობს, რომ  ძალიან შტერი  ვარ, მაქვს ძალიან მაგარი ბედი, მარა საშინელი გემოვნება.. ესეც იტყუება არ არის ეგრე.
მე ჩემს თავს დავახასიათებდი როგორც მეგობრულ, მხიარულ  და ერთგულ ადამიანად, დანარჩენი სხვებმა იდაონ.

1384356_529331493811702_627057389_n

რაც შეეხება მუსიკას.. არ მჯერა რომ არსებობდეს ადამიანი რომელსაც ამის გარეშე ცხოვრება შეუძლია.. ძრითადად ვუსმენ ელექტრონიკას და ჯაზს, თუმცა  დანარჩენებსაც არ ვაკლებ.

არ მაქ ერთი ჟანრი აკვიატებული.. ჩემი Playlistის 100%იდან 35% უჭირავს ელექტრონიკას, 55%-ჯაზს, 1%-როკს, 4% – რეპს,   5%-სხვადასხვა.
ძალიან მიყვარს ქართული პოპ-დუეტი SvanSikh.. იმის მიუხედავად რომ სვანსიხი ძირითადა პოპ-მუსიკას ქმნის, მასში მაინცაა ელექტრონული ელემენტები..
ჯაზს ფაქტობრივდ პატარაობიდანვე ვუსმენდი თუმცა დიდი ხნის განმვობაში მეცვლებოდა გემოვნება სანამ არ ჩამოვყალიბდი..
მამაჩემმა შემაყვარა ლუი არმსტრონგი, მას მოჰყვა ნინა სიმონე, მაილს დევისი, ლედი ელა (ელა ფიცჯერალდი), რეი ჩარლზი, ბილი ჰოლიდეი და სხვები..

წიგნები ჩემი ცხოვრებაა.. ხანდახან ვერ ვაკეთებ ხოლმე არჩევანს ვინ უფრო მიყვარს წიგნი თუ მუსიკა.   7 წლიდან ვკითხულობ. ჩემი საყვარელი წიგნია ვიქტორ ჰიუგოს ,,საბრალონი” ამ წიგნმა განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. თუმცა ვფიქრობ რომ შეიძლება მისი ადგილი სხვამ ჩაანაცვლოს მალე, რადგან  ჯერ კიდევ ბევრი მაქ წასაკითხილი.

 
ფილმებს რაც შეეხება ვგიჟდები მიუზიკლებზე, ძველ მელოდრამებზე, დრამებზე, ფსიქოლოგიურზე  ცოტა საშინელებებზეც და ა.შ.

ვგიჟდები ჯულია რობერთსზე, არ ვიცი რა, ეს არის ქალის სასწაული, უნიჭიერესი, ულამაზესი, უსაყვარლესი. შემიძლია ამ ქალზე საათობით ვისაუბრო, თმცა ამჯერად გავჩერდები.
26 January

!

14 thoughts on “ანაა….!

  1. იცი,ადამიანის გაიდეალება ძალიან სახიფათოა 🙂 იმედები რომ გაგიცრუვდეს? მკივნეული იქნება.. იცი,არ ვიცი შენთვის რას ნიშნავს იდეალი,მაგრამ ჩემი აზრით,ასეთი არ არსებობს. მამაშენი-ჩემთვისაც იდეალია 🙂 მეორე ადამიანს რაც შეეხება,ის შეიძლება მართლა არ გიცნობს კარგად,მაგრამ დარწმუნებული ვარ,მისთვის შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია 🙂

    1. ჩემთვის იდეალი ნიშნავს ისეთ ადამიანს რომელიც ძალიან მიყვარს და რომელშიც ყველაფერი მომწონს და მინდა რომ მას ვგავდე, ძალიან დიდი იმედი მაქ რომ იმედი არ გამიცრუვდება

  2. შენგან ძალიან წარმატებული რეჟისორი გამოვა .. ძალიან ნიჭიერი..ძალიან საყვარელი და საინტერესო პიროვნება ხარ ,წარმატებებს გისურვებ 🙂

დამიტოვე კომენტარი = ))