მე – თვითმართველი!

552926_517980418259282_142462647_n
დიდი ხანია, რაც ბლოგი დავივიწყე და არაფერი მნიშვნელოვანი პოსტი აღარ დამიწერია, თუმცა dream little dream of me-ის შემდეგ, მივხვდი, რომ წერის ხასიათზე ვიყავი და რაც პირველი თავში მომივიდა, იყო ის, რომ გამეცნო თქვენთვის ჩემი მეორე ოჯახი ანუ სსიპ ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა  თვითმართველობა.
რა არის მოსწავლეთა თვითმართველობა? რას გულისხმობს ის? როგორ ფუნქციონირებს? რას ნიშნავს იყო მოსწავლეთა თვითმართველობის წევრი? – ზუსტად ეს კითხვები მაწუხებდა მეც  როდესაც პირველად შევედი შეკრებაზე.
161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა ეს არის ერთი დიდი ოჯახი, რომლის წევრობითაც შემიძლია ასე ვიაამაყო.  ბევრს გაუჩნდება კითხვა: საერთოდ რას ნიშნავს მოსწავლეთა თვითმართველობა ან რა ვალდდებულებები თუ უფლებამოსილებები აქვს მას? ან საერთოდ რატომ არსებობ?
1463014_429700437155493_492134882_n
ეს არის სკოლის შიგნით შექმნილი მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო დამოუკიდებელი ერთეულებითა და მართვის ორგანოებით.  რომელიც იცავს მოსწავლეების უფლებებს, ასევე  გეგმავს და აწყობს დებატებს,დისკუსიებს,ტრენინგებს,ინტელექტუალურ თამაშებს და სხვა კანონიერ ღონისძიებებს.  ჩემი სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა, შემიძლია ნათელ მაგალითად მივიჩნიო, როგორც სკოლის მართვის დემოკრატიული სისტემა.
1962884_462329907225879_955427624_n
დღეს თვითმართველობას 2013 წლის სექტემრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს ეთო ბაგრატიონი, 161-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი. იმის გარდა რომ ეს გოგო მართლა უნიჭიერესი ადამიანია, იგი არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც მიყვარს მე ეს დიდი ოჯახი და რატო ვთვლი მას ჩემს მეორე სახლად.
525240_516236525100338_1211354073_n
პრეზიდენტების გახსენებისას როგორ უნდა ავუარო გვერდი სანდრო ტაბატაძეს, რომელიც 2011-2013 წლებში  ხელმძღვანელობდა მთელ თვითმართველობას  და ზუსტად, მისი ძალისხმევით არის დღეს ჩემი სკოლა დემოკრატიული მართველობის. მან შეძლო იმდენი, რასაც ვერ მოახერხებს ჩვეულებრივი ადამიანი:
სანდრო ტაბატაძემ ჩამოაყალიბა დემოკრატიული მართვის სისტემა, გააკეთა ყველაფერი იმისთვის რომ მოსწავლის უფლებები არ შელახულიყო, შეუქმნა მოსწავლეებს კანონიერი ინტერესების განხორციელების გარემო, გახდა პირველი ადამიანი რომელმაც დაამარცხა დოგმატიზმი სკოლაში, გააკეთა ყველაფერი რათა გარე კონკურსები ყოფილიყო ძალიან მაღალი დონის, გააერთიანა რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობა ძალიან მაგარი საერთო მიზნებისთვის, სკოლაში თვითმართველობა არა ფორმალურად არამედ ნამდვილად მაღალ დონეზე აამუშავა – და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ უნდა ვიამაყო რომ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი, თვითმართველობის ნაწილი, როგორ არ უნდა ვიამაყო იმით რომ ვიცნობ სანდრო ტაბატაძეს ან თუნდაც ეთო ბაგრატიონს.

IMG_3940
ამ ადამიანების მეშვეობით და თვითმართველობის მეშვეობით ვისწავლე ძალიან ბევრი, გამიჩნდა მიზნები, დავიწყე ისეთი რაღაცეების კეთება რითაც ვეხმარები საზოგადოებას და თანდათანობით ავამაღლე  ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი და  ჩართულობა. პირველი ჩემი პროექტის (,,ჩემი ბედნიერი ახალი წელი“) შემდეგ, უბედნიერესი ვიყავი რადგან ვხედავდი როგორ უხაროდათ პატარა ბავშვებს ამ პროექტში მონაწილეობა.
mnhbnjm
მახსოვს გვანცა პეტრიშვილის პროექტიც ,,ჩვენნაირი ახალი წელი“ როცა გაჭირვებულ ოჯახებს დავეხმარეთ.. ძალიან ბევრი კარგი რამ დამამახსოვრა თვითმართველობამ იმ ხუთი თვის მანძილზე რაც მე ამ ოჯახის წევრი ვარ, უამრავი კარგი მოგონება, ძალიან კარგი ახალი მეგობრები და რათქმაუნდა გამაჟრჟოლებელი სანდროს წარბი. (ეს რომ არ მეხსენებინა არ შემეძლო)

2013 წელი – მიმოხილვა

წესით ამ პოსტს ხვალ უნდა ვწერდე, მარა უკვე 12ს გადასცდა და 31ია, თან წერის მუღამზე ეხლა ვარ.
2013 წელი ასე თუ ისე ჩემთვის კარგი და ნაყოფიერი წელი იყო.
თითქოს ძალიან მალე გავიდა ეს წელი, მარა რომ ვიხსენებ თუნდაც იანვრის ან თებერვლის ან გაზაფხულის რომელიმე ამბავს, მგონია რომ სადღაც ბავშობაში გადამხდა.
;lkjk

მართლაც, ბევრი რამ მოხდა წელს, ბევრი კარგი და ბევრი ცუდიც, თუმცა ზუსტად ამ ცუდებმა მასწავლეს რა არის კარგი.

წელს მე  მივხვდი ვინ იყვნენ ნამდვილი მეგობრები და ვინ არა.
ასევე გავიჩინე ისეთი ახალი მეგობრებიც, რომლებზეც ზუსტად ვიცი რომ როცა არ უნდა დამჭირდნენ გვერდში ამომიდგებიან და დამეხმარებიან. და მე ვამაყობ ჩემი მეგობრებით.

წელს მე მივხვდი რა გრძნობაა როცა ვინმეს კარგავ, რომელსაც არ აფასებდი, თუმცა ძაან გიყვარდა, და ისაც მივხვდი თუ რა გრძნობაა როცა მას იბრუნებ.
მივხვდი იმასაც, რომ არასდროს არ უნდა დაუჯერო სხვას, რომელიც ვიღაცაზე ცუდს ლარაკობს,  რადგან სხვის სიტყვებზე აყოლას ცუd შედეგამდე  მივყვართ და ამას მერე ძალიან ვნანობთ.
nottinghill

წელს მივხვდი იმასაც, რომ ზოგიერთ ადამიანს იმდენად შეუძლია უნამუსობა, რომ სხვასთან  ლანძღონ და მიწასთან გაასწორონ ადამიანი და ამავე დროს მეორე წამს გიჟდებოდნენ მასზე, ეხუტებოდნენ და ჭკუაზე არ იყვნენ. ფაქ უ ბითჩ!
(სამწუხაროდ მანამდე არ მეგონა თუ მართლა არსებობდნენ ესეთები)
tumblr_ma394ne5Ur1rqsqgko1_400_large
წელს მე დავწერე ჯაზის ჰანგები, რომელიც ერთ ძალიან ნიჭიერ ადამიანს ეძღვნება.
ghjk

წელს მე, 1 თებერვალს გავხსენი ჩემი გვერდი Anna Adamashvili Photographer და ძალიან მიხარია როცა მეუბნებიან თუ როგორ სწრაფად განვავითარე და დავხვეწე ჩემი ფოტოები.
921333_582208601855157_1052261828_o
წელს ვმონაწილეობდი ელექტრონულ ჟურნალ 360 გრადუს-ში კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა სამთვიან სტაჟირებას ფოტოგრაფებისათვის.

წელს მე სექტემბერში სიარული დავიწყე იური მეჩიტოვთა ფოტოგრაფიის კურსებზე, რომელზეც დღემდე დავდივარ და ვფიქრობ რომ ძალიან სწორი არჩევნია გავაკეთე, მასთან მისვლით.
1421055_524545500968133_727332645_o

წელს  მაზოხისტი შემარქვეს, იმიტომ რომ სიცივეში ხალხს მოკლე კაბებით ვუღებ.

წელს ჩემი კლასი დაშალეს და იმ ბიჭის კლასში მოვხვდი ვისზეც ორი წლის წინ ცუდად ვხვდებოდი (ეხლა ნერვები მეშლება ასე რომ ვიქცეოდი)

წელს თვითმართველობის წევრი გავხდი და დრამა კლუბის თავჯომარე. დავიწყეთ სპექტაკლის დადგმა, და დაწყებითების დეპარტამენტში განვახორციელე ჩემი პროექტი ,,ჩემი ბედნიერი ახალი წელი”

წელს მივხვდი რომ ბიჭების ნახევარს სერიოზულად არ უნდა შეხედო,  თორემ ძაან გაგიტყდება ის რომ შენს ძმას დაადგამს თვალს

წელს მე მესამე უკანონო ძმა შევიძინე და მივხვდი რომ საუკეთესო სამი ძმა მყავს მთელ მსოფლიოში.
ჩემი ძმები
ghjklkjhjk

მე და ჩემი ძმები
hjklkj
მე მართლა იღბლიანი ვარ ასეთი ადამიანები რომ მყავს ❤

მიხარია რომ ჩემი ფოტოგრაფიის საქმე წინ მიდის მარა მაინც ვამბობ რომ ჩემი საქმე რეჟისორობაა.
ასე თუ ისე  2013 წელი კარგი წელი იყო ჩემთვის, ძალიან ბევრი კარგი დღეები იყო მეგობრებთან ერთად და მინდა რომ 2014ში უფრო ბედნიერი დღეები მქონოდეს.
jnhbghnj
და ვიცი რომ 31 დეკემბერიც ბედნიერი დღ იქნება ჩემი და ჩემი მეგობრებისათვის და კარგად დავამთავრებ 2013-ს ❤
2014ში შევხვდებით ❤
Sva Sikh-ის ახალ სიმღერას გიტოვებთ და წინასწარ გილოცავთ შობა ახალ წელს! ❤
http://www.youtube.com/watch?v=vgcUKEpbqi8

ჯაზის ჰანგები

ghjk
   ,,ჯაზის ჰანგები” – ეს არის მოთხრობა რომლის წაკითხვის შემდეგ მთელ ტანში მბურძგლავს და მსუსხავს, იმის მიუხედავად რომ ჩემი მოთხრობაა და ასე არ უნდა მემართებოდეს. ვფიქრობ, რომ ვინმე სხვამ რომ წაიკითხოს იგივე შეგრძნებას არ დაუტოვებს, რადგან მე ვიცი ყოველი დეტალი, სიტყვა და ფრაზა რას ნიშნავს და ვის ნიშნავს..
     მოთხრობა არის გოგონაზე, რომელიც გაჭედილია წარსულსა და აწმყოს შორის, ვერ აღწევს მოგონებებს, თუმცა ჯაზის საშულებით ის იკრებს ძალას და ცდილობს წამოდგეს ფეხზე, რათა შეხედოს აწმყოს და გააგრძელოს მომავლის გზა..
     ნაწარმოები შედგება ოთხი თავისგან:

  • ჩაკეტილი სივრცე
  • სიზმრები
  • ლუი და საფერავი
  • შავი ლაქები, თეთრ ფურცელზე..

ამ პოსტში იმ ფრაზებს დავწერ მოთხრობიდან რომლებიც ძალიან მიყვარს.. მთელი ოთხობის დდებას არსად ვაპირებ პირადი მიზეზების გამო..

jazz

  • მუსიკა კი მოკვდა.. ჩაიხშო ჯაზის ჰანგები და გაწყდა მისი აკორდები, ნოტები და მასთან ერთად ჩემი გულიც დაიმსსხვრა.. 

  • მხოლოდ მუსიკა მუსიკა და მუსიკა.. მხოლოდ ჯაზის ჰანგები ჟღერდა ჩემს სულში, გონებაში და გულში.. 

  • დარბაზში უამრავი ხალხი ირეოდა.. ოთახი ძვირფასი ნახატებით იყო მორთული.. ვის შედევრს არ ნახავდით აქ პიკასო, დალი, დავინჩი, მონე, დეგა და მრავალი სხვა. მაგრამ,  ნახატთა სილამაზე ისე ვერ ახდენდა შთაბეჭდილებას ჩემზე როგორც მუსიკის ჟღერადობა..

  • ბოლოს თითქოს მიწაზე ვიწექი ვერ ვსუნთქავდი და ჰაერს ვითხოვდი, სიცოცხლეს ვითხოვდი, მას ვითხოვდი..
    თვალები დავხუჭე, მიწას ხელები მოვუჭირე და ამოვისუნთქე.. მე მოვკვდი..

  • არ ვიცი რა გითხრა უბრალოდ სიჩუმე სიჩუმე და ისევ სიჩუმე ჯაზის ჰანგებში გახვეული სიჩუმე რომელიც ასე მშველის და თან ასე მთრგუნავს..

    1269919_494953377260679_2076601719_o

  • ოთახში სიჩუმეა გამეფებული, საზარელი სიჩუმე. ეს კი მზაფრავს, მღრღნის და მრთრთოლავს. ვრთავ ლუის არმტრონგის When You’re Smiling-ს და ოთახი ივსება ჯაზის მელოდიებითა და ჰანგებით.. რომელიც ასე მამშვიდებს და მნაბას, როგორც მაშინ.. ვიღებ ღვინის ჭიქას და ვასხამ შიგ წითელ სითხეს, როგორც მაშინ.. ამ ყველაფერს მხოლოდ შენი მელოდიური ხმა, თაფლისფერი თვალები და  ნახატების, გუაშების, ფუნჯების სუნი აკლია..

  • ო ჯანდაბა.. როგო მოქმდებს ეს საფერავი და  ლუი ჩემზე. ვზივარ ვსვამ და ვგრძნობ როგორ იღვრება სასმელთან ერთად მუსიკის ჰანგები ჩემს სულში და გონებაში. 

  • მას.. ვზივარ სანთლის შუქზე ვწერ ამას და ვფიქრობ.. საყვირის მელოდიები მთელ ოთახში იფანტება.. და აქ მარტო ჩვენ ვართ ჯაზი და მე.. აღარც საფერავი, აღარც ცეკვა და მითუმეტეს აღარც შენ.. მარტო მე და ჯაზი დავრჩით.. 

  • ვიძირები..ვიძირები ამ ჰანგების  ჭაობში.. კალამი არ ჩერდება,, მინდა ეს ბოლო იყოს.. ბოლო თავი.. უკანასკნელი.. 

  • მინდა ჩემი სული მე მეკუთვნოდეს, ჩემი გულიც, ჩემი გონებაც და ჩემი ყველა ორგანოც მე რადგან მათ ,,ჩემი“ ჰქვიათ 

  • ეს დიდი ეიფორიაა, ეს ქიმიაა, ეს სურვილია ეს უბრალოდ პატარა ბავშვის ჩამოუყალიბებელი გონებაა.. 

  • მაილსის საყვრი კვლავ ტკბილად უკრავს მაგრამ უფრო და უფრო ნელა..
    მე მახსენდება მისი თვალები, ტუჩები, შეძახილი, მზერა.. ღიმილი, ენთუზიაზმი, ცინიზმიც კი ასე რომ მიყვარდა მასში.. მაგრამ მე ვხვდები რომ ეს დამთავრდა მე დავამთავრე მასთან ყველაფერი დავამთავრე ის რაც არ დამიწყია..

  •  მე ვშლი ახალ ფურცელს სადაც ის აღარ იქნება.. მე დავამთავრე ეს.. მე დავამთავრე ჯაზის ჰანგები..

ჩემი მოლანდებების ერთი ფურცელი..

tumblr_mvrdd7CL531raobwoo1_500
მაქვს მომენტები როცა უცებ სულ სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას და სამყაროს, აი ეხლაც ეგ მომენტია.. რამდენიმე წუთის წინ მაღაზიიდან მოვდიოდი, გარეთ ძაან ცივა და ჟაკეტი ძალიან მოვიჭირე რომ ცოტა გავმთბარიყავი. ქარი მიბერავდა სახეში და ვფიქრობდი ,,ნუთუ დადგება დრო როცა დასრულდება ეს ყველაფერი, ან არსებობს რომ? აი ახლა მე ვგრძნობ ამ ქარს, მე ვხედავ ცას და სავსე მთვარეს, ვხედავ ეზოს მანქანებითაა სავსეა და განათებული.. როცა ამას იაზრებ რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა, გიჩნდება ადამიანს შიში ამ ყველაფრის დაკარგვის – სიკვდილის.  როგორ არ ვფიქრობ და არ ვფიქრობთ ჩვენს სიკვდილზე, იციან ხოლმე იმის თქმა რა დროს შენი სიკვდილია, ნუ ფიქრობ მაგაზეო.. მარა ეს ხო გარდაუვალია, ადამიანებს ჰგონიათ რომ თუ მასზე არ იფიქრებენ ეს არც არასდროს მოხდება.. კარგით რა.. არც ის მესმის რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ცხოვრება უყვარდეთ და უყვარდეთ ადამიანებიც.. საზოგადოების ნაწილი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ესმის რომ დადგება ის დღეც როცა ყველაფერი დასრულება და ვერც იმ ქარს იგრძნობენ, ვერც იმ ცას დაინახავენ და ვერც სავსე მთვარეს.. არ ვამბობ იმას რომ თავი უნდა დააკლა სიკვდილზე ფიქრს, ვამბობ იმას რომ დროის ჩხუბსა და პრობლემების შექმნაზე დაკარგვას, ცხოვრებით ტკბობა სჯობია.. ეხლა ვინმე იფიქრებ ცხოვრებით ტკბობას ფული უნდაო.. რა შუაშია ფული.. უბრალოდ შეეცადეთ გაიგოთ ბუნების ენა და დრო ყველაზე თბილ და პოზიტივით სავსე ხალხს დაახარჯოთ, დატოვოთ თქვენი კვალი განვლილ გზაზე , როგორც საუკონო საგზალი… და  ამის მერე თამამად შეგეძლებათ თქვათ რომ გიცხოვრიათ რეალურ სამყაროში არარეალურად“

გადავარჩინოთ მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის სიცოცხლე

886189_545708632127166_662535705_o

ალბათ ყველამ თუ არა ბევრმა მაინც იცით რომ 24 წლის მარჯანიშვილის  მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მას ესაჭიროება ურთულესი ოპერაციის გაკეთება _ ძვლის ტვინის გადანერგვა. ამისთვის კი აუცილებელია 400 000 აშშ დოლარზე მეტი.  ძალიან გთხოვთ,  დავეხმაროთ ამ უნიჭიერეს ადამიანს და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.  თითო ლარიც კი  მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია გიორგის სიცოცხლისთვსი..
მარტო ჩვენ შეგვიძია მისი გადარჩენა. გთხოვთ ცოტათი მაინც დავეხმაროთ მას დაგადავარჩინოთ ეს უნიჭიერესი ადამიანი..
დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან ნომერზე – 09 01 800 804 -ზარის ღირებულება 1 ლარი!
ასევე შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ საბანკო ანგარიშზე:
რეკვიზიტები -ბანკი რესპუბლიკა, GE13BR0000010150958229- GIORGI KORGANASHVILI
საქართველოს ყველა თიატრი ამ უნიჭიერესი ადამიანის გადასარჩენად ერთიანდება და აწყობს საქველმოქმედო სპექტაკებს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაესწროთ სხვადაასხვა სპექტაკლებს, გამოფენბს, კონცერტებს  და სხვა საქველმოქმედო საღამოებს,  რომელიც გიორგის დასახმარებლად იმართება.
19 წლის კინომატოგრაფი და რეჟისორი  გოგა ოსეფაშვილი არის ინტერნეტ პორტალ Myvideo.ge -ს პარტნიორი, ეს კი ნიშნავს იმას რომ მის მიერ გადაღებულ ყოველი ვიდეოს ნახვებზე ერიცხება რაღაც გარკვეული თანხა. მისი ინიციატივით კი ეს თანხა გადაერიცხება მსახიობ გიორგი ყორღანაშვილს.
ზუსტად კი იხილეთ ეს ვიდეო..
 http://www.myvideo.ge/?video_id=1978145   
შეგახსენებთ რომ მის სხვა ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ დაბლა მოცემლ ლინზე, ამით წვლილს შეიტანთ გიორგის სიცოცხლის გადარჩენაში.
http://www.myvideo.ge/?user_id=990125
ასევე 17 მარტს იმართება გიორგისთვის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა  გალერეა ART AVENUE-ში, დასწრება შესაძლებელია 14 საათდან 21 საათამდე. არ დაიზაროთ, ყველანი მობრძანდით გამოფენაზე, რომ დავეხმაროთ ამ უნიჭიერეს ადამიანს სიცოცხლის გადარჩენაში.
დამატებითი ინფორმაცია გამოფენაზე იხიეთ აქ:
http://www.facebook.com/events/146615412172202/

რეპორტაჟები და ვიდეოები  გიორგი ყორანაშვილზე:

Orange Santa გოგნი გოგონა

ჩემ ბლოგთან უხერხულში ვარ 16 დღეა უკვე აღარაფერი დამიწერია, არაფერი ისეთი არ ხდებოდა ხოდა ახლა როცა ასეთ გახარებული და ემოციებით სავსე ვარ გადავწყვიტე 2013 წლის პირველი პოსტი დამეწერა..
ალბათ ვისაც სახლში ტელევიზორი გაქვთ ყველას თუ არა უმეტესობას მაინც გეცოდინებათ საქართველოს ბანკის კონკურსი რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ე.ი. ვისაც სურვილი აქვს სეუძლია გადაიღოს კამერით, ტელეფონით ან სხვა რაიმეთი საქართველოს ბანკის ცეკვა, შემდეგ ატვირთოს საიტზე და გამარჯვებულსაც შესაბამისი პრიზები აქვს..
მოკლედ, ვინც ჩემი ბლოგის მუდმივი მკითხველია ალბათ ექნება მოკლემეტაჟიან მისტიურ ფილმ თევზზე პოსტი წაკითხული და ეცოდინება ვინაა გოგა ოსეფაშვილი.. თუ არადა.. ეს არის 18 წლის კინომატოგრაფი, ძალიან ნიჭიერი და აქვს 5 საავტორო ფილმი.. ხოდა, გოგამ გადაწყვიტა გადაეღო Orange Santa საკონკურსო კლიპი..
ჰოდა ჩემი ასეთი სიხარულიც ამ კლიპს უკავშირდებ რომელიც რამდენიმე საათის წინ დაიდო ინტერნეტში უკვე.. უნდა ვთქვა რომ ძალიან მაგარი გაოუვიდა გოგას.. მე Making Of-ს ვიღებდი თუმცა ბოლო გადაღებაზე ვეღარ წავედი.. კლიპი კიდევ ერთხელ ვიმეორებ შესანიშნავი გამოვიდა.. მასში მონაწილეობას იღებდნენ ნუკა იოსელიანი, მიკო შახდინარიანი, ქეთი მოლოდინაშვილი, თათია შურღაია, ნათია დოლიძე, ქეთი ლომიძე, თამო ნებუნიშვილი.. ასევე კლიპზე მუშაობდნენ გიორგი ჩიტაშვილი და ალეკო ბაბაიანი..
Making Of ,,Orange Santa” ვიდეოს ლინკი

http://www.myvideo.ge/?video_id=1899958
ესეც კლიპი, მაივიდეოს ვიდეოები არ იდება და ამიტომ ლინკზე გადადით
http://www.myvideo.ge/CI=1&ci_c=video&video_id=1899154&elapsed=1

Making Of “Orange Santa”

406058_568510016496068_2041641980_n148927_568993653114371_1718791618_n431179_568993963114340_1195129334_n408556_568993973114339_262529176_n227615_568993529781050_274191559_n543288_568993863114350_1781532763_n3379_570538482959888_782677240_n36529_570538589626544_274042836_n547059_570537882959948_1834598756_n

მიმდინარეობს ფილმის გადაღება

cats მიმდიარეობს ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებები. უკვე 1 თვეა მიმდინარეობს საცდელი კინოპროექტის პროდაქშენი. რეჟისორმა გოგა ოსეფაშვილმა მოირგო ასევე სცენარისტის და ოპერატორის როლი და ხანგრძლივი პრე-პროდაქშენის შემდეგ დაიწყო ფილმზე მუშაობა. სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გამოირჩევა ასევე ის ფაქტიც რომ მომუშავე მთლიანი ჯგუფი ახალგაზრდა 14-18 წლის კინემატოგრაფებითაა დაკომპლექტებული. ფილმში ყველათვის კარგად ცნობილი მსახიობები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც თავიანთი კორექტივებით მომუშავე ჯგუფს ეხმარებიან და პროექტს საერთო სახეს აძლევენ. სცენარს საკმაოდ კრეატიული და მისტიური დატვირთვა აქვს, რაც რეჟისურაშიც და კადრებშიც ბანალნსდება და ზოგადად იქმნება პროდუქტი რომელიც დღესდღეისობით ძალიან იშვიათია. დეტექტივი, რომლის როლსაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ასრულებს, ფარდას ხდის იმ მთავარ მისტიკას, რაც დიდი იდუმალებითაა მოცული. დაიკარგა პატარა გოგონა სახელად ტასო, რომლის საქმესაც დეტექტივი იძიებს. როდესაც გადაწყვეტს რომ გოგონას სახლში მასალები მოიპოვოს, იქ ტასოს დედა ხვდება იმ მტკიცებულებით რომ გოგონა არსად დაკარგულა და ის მათ სახლშია როგორც უწინ. დეტექტივი არარეალურ სამყაროში ჰყოფს თავს და ცდილობს რეალობისკენ გზის გაკვლევას, მაგრამ ამაოდ. რამოდენიმე დღეში ტასოს დედას მეორე დეტექტივი ეწვევა კარს, რომელიც წინა დეტექტივის გაუჩინარებას იძიებს. რა საიდუმლოებას აქვს ადგილი და რა დაუჯერებელი სიმართლე აშკარავდება ფილმის დასასრულს, ამ ყველაფერს 2013 წლის იანვარში იხილავს მაყურებელი.

 

1 317e2f9d3215 cats 170e41172a3a 53a98cbaf1fe 94e498e4cd1a 8e4a2d7a21ec 85244d23d97d 4119857e53ba 07fe14b7c4fd8f480f154d2d